თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს IX ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც გაიმართება 2023 წლის 6-8 ივნისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).
კონფერენციას კვლავ ექნება საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნება, კულტუროლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციის სამუშაო ენები:
ქართული და ინგლისური.
საკონფერენციოდ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.
თეზისები და სარეკომენდაციო წერილი გაგზავნილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2023 წლის 6 მარტისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.